ქუთაისის სპორტის სასახლეში ოლიმპიური ჩემპიონების, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირის ფინალი ჩატარდა.
მემორიალი პირველ თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა. წელს 8 გუნდი თამაშობდა – 7 სუპერლიგის წარმომადგენელი და ერთი – ”ა” ლიგის.
გადამწყვეტ შეხვედრაში „ქუთაისი“ „რუსთავს“ დაუპირისპირდა, 118:104 დაამარცხა და ტურნირის მთავარ პრიზს დაეუფლა.
ქუთაისში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი რიჩარდ მათიაშვილი გახლდათ, რომელმაც 23 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, ხოლო რუსთავიდან 31 ქულის მოპოვება ერეკლე ლორთქიფანიძემ შეძლო.
საუკეთესო უკანახაზელის პრიზი ქუთაისელ დეჟვან რაითს გადაეცა, საუკეთესო ფორვარდის კი – გიორგი ბარბაქაძეს.