„ქუთაისმა“ „მარნეულთან“ სერია 15-ქულიანი მოგებით გახსნა
„ქუთაისმა“ „მარნეულთან“ სერია 15-ქულიანი მოგებით გახსნა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფში ყველაზე ბოლოს სტარტი „ქუთაისმა“ და „მარნეულმა“ აიღეს. სერიის პირველი მატჩი ქუთაისში გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა – რეგულარულის ჩემპიონმა 15 ქულით იმარჯვა – 85:70.

„ქუთაისმა“ პირველი მეოთხედი მხოლოდ 3 ქულით მოიგო, სამაგიეროდ, დიდი შესვენებისთვის ლიდერობა 15 ქულამდე ავიდა. მატჩის საბოლოო სხვაობაც ასეთივე იყო.
მასპინძლებში 23 ქულით ბომბარდირი ბექა ბექაური იყო, ხოლო აკაკი დვალიშვილს ორმაგი დუბლი ჰქონდა – 18 ქულა და 12 მოხსნა. 14 ქულა მიითვალა გიორგი ბარბაქაძემ.

სერიის მეორე მატჩი 9 მაისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.