ქუთაისში ძლიერი ქარის გამო რამდენიმე ხე წაიქცა და სახლების სახურავები დაზიანდა
ქუთაისში ძლიერი ქარის გამო რამდენიმე ხე წაიქცა და სახლების სახურავები დაზიანდა

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ქუთაისში. სტიქიის გამო რამდენიმე ხე წაიქცა და სახლების სახურავები დაზიანდა.

ქალაქის მერის, იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ხოლო ქალაქში არსებულ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მობილიზებულია ჯგუფები, რათა საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს დახმარება გაუწიონ.

პარალელურად მიმდინარეობს ზარალის აღწერა.