ქუთაისი-მილანის ავიარეისი შვიდი საათით გვიან შესრულდება
ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისი-მილანის ავიარეისს დღეს შვიდი საათით გვიან შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 16:10 საათის ნაცვლად, რეისი 23:10 საათზე შესრულდება. ამის მიზეზი ქუთაისი-დორტმუნდის რეისის დაგვიანებით შესრულებაა.
„მგზავრების ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯებს ავიაკომპანია „ვიზეარი“ უზრუნველყოფს“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.