ქუინს პარკ რეინჯერსმა მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

15:20, 01.04.2019
MIDDLESBROUGH, ENGLAND - FEBRUARY 23: Queens Park Rangers manager Steve McClaren reacts during the Sky Bet Championship match between Middlesbrough and Queens Park Rangers at Riverside Stadium on February 23, 2019 in Middlesbrough, England. (Photo by Jan Kruger/Getty Images)

ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში, ჩემპიონშიფში მონაწილე ქუინს პარკ რეინჯერსმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სტივ მაკკლერენი გაათავისუფლა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ბოლო 15 მატჩში გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო.

57 წლის სპეციალისტი, რომელიც 2006-2007 წლებში ინგლისის ეროვნულ გუნდს ავარჯიშებდა, ქუინს პარკ რეინჯერსში 2018 წლის მაისში დაინიშნა. ამჟამად გუნდი მე-17 ადგილზეა და გამოსათიშ ზონას რვა ქულით უსწრებს.

მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს გუნდში მაკკლერენის ასისტენტი, ჯონ იუსტასი შეასრულებს.

მსგავსი