„ქრუსეიდერსი“ კვლავ დაუმარცხებელია - „ვორათასი“ „ვესტერნ ფორს“-თან გადარჩა [ვიდეო]
„ქრუსეიდერსი“ კვლავ დაუმარცხებელია - „ვორათასი“ „ვესტერნ ფორს“-თან გადარჩა [ვიდეო]

„სუპერ რაბგი აოტეაროას“ მეხუთე ტურში ერთმანეთს გათამაშების ლიდერები – „ქრუსეიდერსი“ და „ბლუზი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ქრაისთჩერჩში გაიმართა. მატჩის სტარტზე უპირატესობა ოქლენდელებმა მოიპოვეს. შეხვედრის პირველი ლელო „ბლუზის“ ფრთა მარკ ტელეამ დადო, მეორე კი რეიკო იოანემ და საკუთარი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა „ქრუსეიდერსი“ საჯარიმოებით აგროვებდა ქულებს და როდესაც დრამონდმა „ჯვაროსნების“ პირველი ლელო დადო, მათ უკვე წინ გასვლა მოახერხეს. გადამწყვეტი ლელო კვლავ ვილ ჯორდანის ანგარიშზეა, რომელიც წლევანდელ სეზონში შესანიშნავ ფორმაშია.

„ქრუსეიდერსმა“, საბოლოოდ, ანგარიშით 26:15 გაიმარჯვა და 18 ქულით პირველ ადგილს იკავებს. „ბლუზს“ ოთხიდან სამი მოგება და 12 ქულა აქვს.


„სუპერ რაგბის“ ავსტრალიურ გათამაშებაში „ვორათასის“ და ამ სეზონისთვის დაბრუნებული „ვესტერნ ფორსის“ დაპირისპირება იწვევდა ინტერესს, რომელიც გათამაშებიდან 2017 წელს გარიცხეს.

მატჩში აუტსაიდერი „ფორსი“ ბაირონ რალსტონის და იან პრაიორის ლელოებით დაწინაურდა, მაგრამ „ვორათასი“ ტაიმის მიწურულს ანგუს ბელის ლელოთი თამაშში დაბრუნდა. მეორე ნახევარში უპირატესობას უკვე ფავორიტები დაეუფლნენ, მეტოქე ტომ სტანიფორთსმაც დაალელოვა და საბოლოოდ, მასპინძლებმა ანგარიშით 23:14 გაიმარჯვეს.


ავსტრალიურ „სუპერ რაგბი“-ში სულ ორი ტური გაიმართა და პირველ ადგილზე ექვსი ქულით „რედსია“, რომელმაც ფრედ ითამაშა „რებელსთან“ (18:18). აქვე უნდა ვთქვათ, რომ მეორე ტური გამოტოვა „ბრამბიზმა“, რომელსაც ხუთი ქულა და მომდევნო ტურში მეტოქეების გადასწრების კარგი შანსი აქვს.