ქობულეთის „შუქურას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - კარლოს გონსალეს ჰარო მუშაობდა „რეალში“, „სოსიედადსა“ და „ნიუკასლში“ #1TVSPORT
ქობულეთის „შუქურას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - კარლოს გონსალეს ჰარო მუშაობდა „რეალში“, „სოსიედადსა“ და „ნიუკასლში“ #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. 50 წლის კარლოს გონსალეს ჰარო ბარსელონაში დაიბადა, მაგრამ სამწვრთნელო კარიერა მადრიდის „რეალში“, ფიზმომზადების მწვრთნელობით დაიწყო.

ქობულეთის „შუქურას“ ახალი დამრიგებელი „სამეფო კლუბში“ 2008/2010 წლებში საქმიანობდა. საქართველო მეათე ქვეყანაა, სადაც „შუქურას“ მწვრთნელი იმუშავებს. აქამდე თანამშრომლობდა ესპანეთის, ინგლისის, ბაჰრეინის, ტაილანდის, მექსიკის, არაბთა გაერთიანებულ ემირატების, პორტუგალიის, ერაყისა და მოლდოვის კლუბებთან.

მწვრთნელის ასისტენტი იყო „რეალ სოსიედადში“ (2011/2012), „ნიუკასლში“ (2012/2013), ბაჰრეინის ნაკრებში (2012/2013), „ალ-აჰლიში“ (2013/2014), „ეშტორილში“ (2016/2017), „ატლას გვადალახარაში“ (2017/2018), „პატუმ იუნაიტედში“ (2018), „ალ-ქუვა ალ-ჯავიაში“ (2020/2022) და „ტრაქტორში“ (2022/2023). „რეალის“ გარდა, ფიზმომზადების მწვრთნელი იყო ტირასპოლის „შერიფში“ (2012/2013) და „ალ-აინიში“ (2014).

კარლოს გონსალეს ჰარო არის სპორტულ მეცნიერებათა დოქტორი, უმაღლესი მიღწევების სპორტის მაგისტრი, მასწავლებელთა განათლების მაგისტრი, ფიზიკური აღზრდის ბაკალავრი, ფლობს საფეხბურთო მწვრთნელის უმაღლეს ლიცენზიას (UEFA Pro).

არის ვიდეო ანალიზის, კოდირებისა და მონტაჟის სპეციალისტი, მუშაობდა სპორტის ფიზიოლოგიის, ბიომექანიკის, სპორტის ფსიქოლოგიის, მოძრაობის კონტროლის, ტრავმების პრევენციისა და სპორტული კვების სპეციალისტად, ასევე გახლდათ სპორტული მკვლევარი.