ქეთევან ციხელაშვილი ტოივო კლაარს შეხვდა
ქეთევან ციხელაშვილი ტოივო კლაარს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დღეს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ახალგორის მიმართულებით, ე.წ. გამშვებ პუნქტზე არსებული ვითარება და ადგილობრივების მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა იყო. ხაზი გაესვა ზოგადად გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, რითაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ. თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ათასობით ადამიანი ზარალდება, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს, საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

ტოივო კლაართან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე ჟენევის დისკუსიები, მორიგ რაუნდზე განსახილველი საკითხები და მიღწეული პროგრესი იყო.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, მხარეებმა შეხვედრის დროს ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

აღინიშნა ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის განსაკუთრებული როლი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში.

ამასთან, საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელი დროებით, 10 დღით გახსნა.