ქეთევან ციხელაშვილი - მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, აბიტურიენტების ნაწილმა მაინც მოახერხა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა
ქეთევან ციხელაშვილი - მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, აბიტურიენტების ნაწილმა მაინც მოახერხა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა

მიუხედავად ბევრი გამოწვევისა აბიტურიენტების ნაწილმა მაინც მოახერხა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას, რათა მოსახლეობას გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეს.

​„აბიტურიენტებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ენგურის ხიდზე გადმოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს, მინდა ვუთხრა, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მათ უმაღლესი განათლების შესაძლებლობაზე წვდომის პრობლემა არ შეექმნათ. ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ინდივიდუალურად, თითოეულისთვის, მათი საგამოცდო გრაფიკიდან გამომდინარე იქნას შერჩეული შესაბამისი ფორმა, რათა ეროვნულ გამოცდებში სრულფასოვნად მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ და უმაღლესი განათლების შესაძლებლობის მიღმა არ დარჩნენ. თითოეული მათგანის ეს ინტერესი დაკმაყოფილებული იქნება,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე 27 ივნისს,, 20:00 საათიდან მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა. აკრძალვა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 25 ივნისის სხდომაზე მოითხოვა და ე.წ. პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას მიმართვა გაუგზავნა.