აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა

21:44, 27.06.2019

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე 20:00 საათიდან მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა. როგორც გაირკვა, აფხაზეთიდან ზუგდიდში არ გამოატარებენ ადამიანებს, ხოლო აფხაზეთში გადასვლის უფლება ექნებათ ე.წ. აფხაზური პასპორტების ან მიწვევის მქონე პირებს.

ენგურის ხიდზე მიმოსვლის ორმხრივად აკრძალვა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 25 ივნისის სხდომაზე მოითხოვა და ე.წ. პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას მიმართვა გაუგზავნა.

ე.წ. აფხაზური პარლამენტი, „სახალხო კრება“ მიზეზად საქართველოს პარლამენტის წევრის, აკაკი ბობოხიძის მიერ რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვისადმი გამოთქმულ სიტყვებს ასახელებს. გარდა ამისა, მათ აკაკი ბობოხიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს.

მსგავსი