საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.
ვიზიტის პირველ დღეს ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, ჰელსინკის კომისიასა და ატლანტიკურ საბჭოში გამართა.
რუსული ოკუპაცია, ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვა, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა, ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ და რუსული პროპაგანდა, ეს იმ საკითხების ფართო სპექტრია, რომელზეც ქეთევან ციხელაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონზე მომუშავე დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
კიდევ ერთი შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში მინისტრმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტთან გამართა. თანაშემწის მოადგილესთან საუბრის მთავარი თემა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში რუსული ოკუპაცია, მისგან გამოწვეული საფრთხეები და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა იყო, რამაც სახელმწიფო დეპარტამენტის მოწონება დაიმსახურა.