ჩელსის გარემარბი ქელამ ჰადსონ-ოდოი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს.
18 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩელსის მაისურით 19 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა, თუმცა სასტარტოში ჯერ არც ერთხელ არ ყოფილა.
აღსანიშნავია ასევე, რომ ნაკრებში ამჯერად არ გამოიძახეს ფაბიან დელფი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი და ლუკ შოუ, რომლის ნაცვლად საუთჰემპტონის ნახევარმცველ ჯეიმს უორდ-პრაუსს უხმეს.
შეგახსენებთ, რომ ქელამ ჰადსონ-ოდოი ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად 2017 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევში ინგლისის ნაკრები 22 მარტს ჩეხეთს უმასპინძლებს, 25 მარტს კი მონტენეგროს ესტუმრება.