ჰადსონ-ოდოის კვირაში 100 000 ფუნტ სტერლინგს მისცემენ
ჰადსონ-ოდოის კვირაში 100 000 ფუნტ სტერლინგს მისცემენ

ქელამ ჰადსონ-ოდოი „ჩელსიში“ დარჩენას დათანხმდა, რის სანაცვლოდაც ხელფასი კვირაში 100 000 ფუნტ სტერლინგამდე გაეზრდება, იტყობინება „ბიბისი“ (BBC).

18 წლის ინგლისელმა ფორვარდმა ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენების თხოვნით მიმდინარე წლის იანვარში მიმართა. ფეხბურთელის შეძენა მიუნხენის „ბაიერნს“ სურდა და ჰადსონ-ოდოიც მზად იყო „რეკორდმაისტერში“ გადასასვლელად, თუმცა შეთავაზებულ 35 მილიონ ფუნტ სტერლინგზე „ჩელსიმ“ უარი განაცხადა.

ახლა, მომდევნო სეზონის დაწყებამდე, ფეხბურთელი ლონდონელებთან ახალ, გაუმჯობესებულ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

როგორც ირკვევა, მოთამაშის ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა ახალმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა იქონია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ფეხბურთელს ერთი-ერთზე ესაუბრა და დარჩენაზე დაიყოლია.

ამჟამად ჰადსონ-ოდოი ტრავმირებულია, თუმცა მოედანს, როგორც ვარაუდობემ, სექტემბერში დაუბრუნდება.