ჰადსონ-ოდოი კორონავრუსისგან განიკურნა და კარანტინში იმყოფება
ჰადსონ-ოდოი კორონავრუსისგან განიკურნა და კარანტინში იმყოფება

ლონდონის „ჩელსის“ შემტევმა კალუმ ჰადსონ-ოდოიმ გამოაცხადა, რომ გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან და ერთკვირიან თვითიზოლაციაში გადავიდა.

მსუბუქი გაციების სიმპტომები 19 წლის ფეხბურთელს 9 მარტს, დილით გაუჩნდა. მას შემდეგ, ჰადსონ-ოდოის არ უვარჯიშია ლონდონური კლუბის საწვრთნელ ბაზაზე. ამას მოჰყვა კორონავირუსზე ტესტი, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა – ამის შესახებ „ჩელსიმ“ ოფიციალურ განცხადებაში დაწერა.

„როგორც იცით, ბოლო ორი დღე ვირუსი მქონდა, რომლისგანაც განვიკურნე. ექიმების მითითებებს ვასრულებ და ერთკვირიან კარანტინში ვარ. იმედია, მალე ყველას ვნახავ და ძალიან მალე დავბრუნდები მინდორზე“, – განაცხადა გარემარბმა „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ვიდეოში.