ქედაში მეწყერისგან გზის გაწმენდას სავარაუდოდ აფეთქებით სამუშაოები დასჭირდება
ქედაში მეწყერისგან გზის გაწმენდას სავარაუდოდ აფეთქებით სამუშაოები დასჭირდება

ქედაში ჩამოწოლილი მეწყერის გაწმენდას სავარაუდოდ აფეთქებით სამუშაოები დასჭირდება, – ამის შესახებ საგზაო დეპარტამენტის პროექტების მართვის მენეჯერმა, დავით ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩამოწოლილია დიდი ლოდები, რომელთა გადაადგილება ჩვეულებრივი ტექნიკით შეუძლებელია. პროცესში ჩართული არიან გეოლოგები. სავარაუდოდ აუცილებელი იქნება აფეთქებითი სამუშაოები. ვვარაუდობთ, რომ გზის გახსნა ცალმხრივად მაინც მოვახერხოთ დღის ბოლომდე, მანამდე კი იწმინდება შემოვლითი გზა, რომლითაც ისარგებლებს მოსახლეობა“, – განაცხადა დავით ჩიქოვანმა.

მეწყერი ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე წუხელ ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა მთლიანად შეწყვეტილია. ბათუმს მოწყვეტილია მთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტი.