ქედაში მეწყერი ჩამოწვა

09:57, 10.05.2020

ქედაში მეწყერი ჩამოწვა. მთიდან ჩამოშლილმა ლოდებმა ჭადრების დასახლებასთან მთლიანად ჩაკეტა ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალი. ამ დროისთვის მოძრაობა შეწყვეტილია.

მეწყერის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობენ საგზაო დეპარტამენტის ბრიგადები. სავარაუდოდ მოძრაობა დღის მეორე ნახევრისთვის აღდგება.

მსგავსი