ქეცბაია საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო
ქეცბაია საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო

თემურ ქეცბაიას მეუღლე კატარინა ქეცბაიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სურათები, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველი მთავარი მწვრთნელი საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო.

თემურ ქეცბაიამ აუქციონზე გასაყიდად მისთვის ღირებული ორი მაისური გამოიტანა – ერთი მათგანი საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ ინგლისის ნაკრების ერთ-ერთმა ფეხბურთელმა გაუცვალა, მეორე კი „ანორთოსისის“ მაისურია.

„თემურ ქეცბაიამ ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა და საკუთარი სახე აჩვენა, რომ ფეხბურთის მიღმაც ღირსეული ადამიანია. „ანორთოსისის“ მწვრთნელმა მაისურები კარგ საქმეს შესწირა. ის საქველმოქმედო საქმიანობაში კიდევ ერთხელ ჩაერთო. თემურმა ორი მაისური გაიღო იმ ძვირფასი კოლექციიდან, რომელიც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში შეაგროვა“ – წერია რადიო „სპორტ ფმ“-ის ვებ-გვერდზე.

აქციიდან შემოსული სახსრები კვიპროსზე კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ პირველად აქციაში პარალიმნის „ენეოსის“ ქართველი ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე ჩაერთო.