ქეცბაია მეტეორას მერობის კანდიდატს შეხვდა - მათ სპორტული ტურიზმის პერსპექტივა განიხილეს #1TVSPORT
ქეცბაია მეტეორას მერობის კანდიდატს შეხვდა - მათ სპორტული ტურიზმის პერსპექტივა განიხილეს #1TVSPORT

ევრო 2024-ის კენჭისყრიდან კვიპროსში დაბრუნებულ თემურ ქეცბაიას საინტერესო შეხვედრა ჰქონდა, რომელიც ფეხბურთთან მხოლოდ ნაწილობრივ კავშირშია. კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი ლარნაკას მერთან ერთად, საბერძნეთის ქალაქ მეტეორას მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, ლეფტერის ავრამოპულოსს შეხვდა – ინფორმაციას ბერძნული გამოცემა goal-trikala ავრცელებს.

ცხადია, შეხვედრა პოლიტიკას არ უკავშირდებოდა – გამოცემის ცნობით, ქეცბაიას და მერობის კანდიდატის ინტერესი კვიპროსში სპორტულ ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაიკვეთა.

„ლეფტერის ავრამოპულოსმა არაერთი შეხვედრა გამართა თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან, ასევე ბიზნეს სამყაროს წარმომადგენლებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინვესტიციებით კვიპროსში, მათ შორის – სპორტში. ავრამოპულოსი ასევე შეხვდა კვიპროსის ნაკრების მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას, რადგან მის ერთ-ერთ მიზნად რჩება სპორტული ტურიზმის განვითარება და ეს საკითხი განიხილეს“, – წერს გამოცემა.

„ჩვენ გავცვალეთ გამოცდილება და ვნახეთ, როგორ მუშაობს თანამედროვე მუნიციპალიტეტი, როგორიცაა ლარნაკის მუნიციპალიტეტი. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვიმუშაოთ ამ გამოცდილებაზე, მოვარგოთ ისინი მეტეორას და მივიღოთ თანამედროვე, ფუნქციონალური და ეკოლოგიურად სუფთა მუნიციპალიტეტი“, – განაცხადა ავრამოპულოსმა.