ქეცბაია და იაპონელი „რუსთავის“ სამსახურში - ნაკანო პორტუგალიიდან დაიმატეს #1TVSPORT
ქეცბაია და იაპონელი „რუსთავის“ სამსახურში - ნაკანო პორტუგალიიდან დაიმატეს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ ეროვნული ლიგა 2-ის საშემოდგომო ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს. გუნდი რუსთავში, რაგბის სტადიონზე ორჯერად ვარჯიშებს ატარებს.

ამ პერიოდში გუნდმა დაგეგმილი ამხანაგური მატჩებიდან ერთი უკვე ჩაატარა – რუსთაველები „იბერია 2010“-ს დაუპირისპირდნენ და 5:2 დაამარცხეს. გოლები ბანტუ მზვაკალმა (2), რატი ქეცბაიამ, იუტა ნაკანომ და გოგა გოგოლაძემ გაიტანეს.

დიახ, „რუსთავში“ ახალგაზრდა ფეხბურთელი ქეცბაია და იაპონელი ლეგიონერი თამაშობენ. „რუსთავის“ ახალწვეული 23 წლის იუტა ნაკანო იაპონელი გარემარბია და საფეხბურთო კლუბს ახლახანს შემოუერთდა. იგი ბოლოს პორტუგალიური გუნდის, „პორტიმონენსეს“ 23-წლამდელთა ღირსებას იცავდა. ნაკანომ პირველ ამხანაგურ მატჩში თავი არა მხოლოდ გოლით გამოიჩინა, ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

30 ივლისს გუნდი „ლოკომოტივი 2“-ს შეხვდება, ხოლო 14 აგვისტოს – „გორს“. გუნდი სეზონს 7 აგვისტოს საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/16 ფინალურ მატჩით განაახლებს, სადაც საფეხბურთო კლუბ „გარდაბანს“ დაუპირისპირდება.