„დინამო“ ლეგიონერებს შეელია - გუნდი პრიეტომ და ბენიომ დატოვეს #1TVSPORT
„დინამო“ ლეგიონერებს შეელია - გუნდი პრიეტომ და ბენიომ დატოვეს #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ ესპანელმა მეკარე ანდრეს პრიეტომ და ტოგოელმა მცველმა საიმონ ბენიომ დატოვეს – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„დინამო თბილისი“ ორმა ლეგიონერმა დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ესპანელ მეკარესთან, ანდრეს პრიეტოსთან კონტრაქტი გაწყდა. რაც შეეხება საიმონ ბენიოს, მისი მოქმედი კონტრაქტი, რომელიც მიმდინარე წლის 28 ივლისის ჩათვლით არის გაფორმებული, აღარ გახანგრძლივდება და ტოგოელი მცველი ჩვენს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. „დინამო თბილისი“ მადლობას უხდის ორივე ფეხბურთელს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში“, – წერია თბილისური კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

ანდრეს პრიეტო „დინამო თბილისს“ 2021 წლის აგვისტოში შემოუერთდა, ამ პერიოდის განამვლობაში მან თბილისური კლუბის მაისურით 35 შეხვედრა გამართა, საიდანაც 15 თამაში გოლის გაუშვებლად დაასრულა.

რაც შეეხება საიმონ ბენიოს, იგი თბილისურ კლუბში 2020 წლიდან თამაშობდა და 71 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ტოგოელი მცველი „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა და სუპერთასი მოიგო.