ლუქსემბურგის ქალაქ კოკელშოიერში დასრულდა „გაზაფხულის თასი“ ფიგურულ ციგურაობაში.
საერთაშორისო ტურნირი სენიორების, იუნიორების, ნოვისებისა და შუალედური ნოვისების კატეგორიებში ჩატარდა. პირველობაში საქართველოს სახელით ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მოციგურავე ეკატერინე იაზადჯი გამოდიოდა.
სპორტსმენმა 38.05 ქულა დააგროვა, 20 მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მის მიერ შესრულებული თავისუფალი პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესო იყო ტურნირზე. ეკატერინე იაზადჯის მწვრთნელი სესილი ბერძენიშვილია.