ქართველმა მოციგურავეებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მე-6, მე-7 და მე-11 ადგილები დაიკავეს
ხორვატიის ქალაქ ზაგრებში დასრულდა ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი, სადაც სამ დისციპლინაში გამოდიოდნენ საქართველოს ნაკრების წევრები.
ჩვენმა გუნდმა ყველაზე კარგი შედეგი ცეკვებში აჩვენა. წყვილმა მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შემადგენლობით, პირველი სახეობის – რითმული ცეკვების შემდეგ, 60.08 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა, თავისუფალი ცეკვების შემდეგ კი უფრო მაღლა ავიდა და საბოლოოდ, 155.40 ქულით ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულა.
გოგონებს შორის ასპარეზობდა ალინა ურუშაძე. მოკლე პროგრამის შემდეგ, მას 52.53 ქულა და მე-15 ადგილი ჰქონდა. თავისუფალ პროგრამაში მან გაცილებით უკეთ იასპარეზა, თუმცა ათეულში შესვლა ვერ შეძლო. საბოლოოდ, ურუშაძე 157.96 ქულით მე-11 ადგილზე გავიდა.
ერთი დღით ადრე დაასრულეს გამოსვლა კაცებმა, სადაც საქართველოს წარმოადგენდა ირაკლი მაისურაძე. მან მეშვიდე ადგილზე დაიკავა, რაც პირადი რეკორდია.