ქართველმა მოჭადრაკეებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში აზერბაიჯანის ნაკრები დაამარცხეს #1TVSPORT
ქართველმა მოჭადრაკეებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში აზერბაიჯანის ნაკრები დაამარცხეს #1TVSPORT

ესპანეთის ქალაქ სიტჯესში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 1/4 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის გუნდთან გამარჯვებით დაასრულეს.

ქართველმა მოჭადრაკეებმა შეხვედრა 3,5:0,5 მოიგეს.

პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძემ თეთრი ფერის ფიგურებით გიუნაი მამაზადა 37-ე სვლაზე დაამარცხა, მეორე დაფაზე ნინო ბაციაშვილმა შავებით გულნარ მამადოვასთან 34-ე სვლაზე ყაიმი გააფორმა, მერი არაბიძემ ულვია ფატალიევას 77-ე სვლაზე მოუგო, ხოლო მეოთხე დაფაზე ლელა ჯავახიშვილმა შავებით ტურკან მამედიაროვა 46-ე სვლაზე დაამარცხა.

რაც შეეხება სხვა შეხვედრებს:

ინდოეთი 2:2 ყაზახეთი.

უკრაინა 1:3 სომხეთი.

ფიდე ამერიკა 0:4 რუსეთი.

1/4 ფინალური ეტაპის მეორე პარტიები თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება.