ქართველმა ხუთჭიდელებმა ევროპულ თამაშებზე გამოსვლა დაასრულეს #1TVSPORT

პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე გაიმართა შეჯიბრება ხუთჭიდში, რომელშიც ქართველმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა.

თანამედროვე ხუთჭიდელების, გაგა ხიჯაკაძისა და ქრისტინა ჭიტაძის ასპარეზობას (ცხენოსნობასა და ცურვაში) სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

ქართველმა სპორტსმენებმა ცხენოსნობის ტურნირზე 290 ქულა დააგროვეს და მეცხრე ადგილი დაიკავეს. ცურვაში 02:05.84 წუთი დააფიქსირეს და მეხუთე ადგილზე გავიდნენ.

ასპარეზობა დაასრულა მშვილდოსანმა ციკო ფუტკარაძემ, რომელმაც 46 მონაწილეს შორის მე-17 ადგილი დაიკავა.