ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ორი მედალი მოიპოვა. ხმლით ასპარეზობაში ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიგეს.
მათ ასპარეზობა ჯერ არ დაუსრულებიათ, გვანცა ზადიშვილთან ერთად 7 დეკემბერს რაპირით გამოვლენ, ხოლო მომდევნო დღეს, 8 დეკემბერს გუნდურ შეჯიბრებაში ჩაერთვებიან.