ქართველის დებიუტი „აპოლონში“ - პაპუნაშვილმა ნომერი აირჩია
ქართველის დებიუტი „აპოლონში“ - პაპუნაშვილმა ნომერი აირჩია

გიორგი პაპუნაშვილმა „აპოლონში“ 19-ნომრიანი მაისური აირჩია და კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში ახალი გუნდის ფორმით სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა.

„აპოლონი“ სტუმრად „ახნას ეთნიკოსს“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. გიორგი მოედანზე 83-ე წუთზე შევიდა, როდესაც საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.

საქართველოს ნაკრების 25 წლის შემტევმა მოთამაშემ გუნდის ოფიციალურ გვერდთან პირველი კომენტარი გააკეთა.

„ყველას ახალ წელს ვულოცავ და საუკეთესოს ვუსურვებ. ჩემთვის „აპოლონში“ გადმოსვლა კარიერის ხელახლა დაწყების შესაძლებლობაა. ეს ამბიციური გუნდია, რომელიც ცდილობს ყველა თამაში მოიგოს. ძალებს არ დავიშურებ, რომ კლუბმა ყველა ამოცანა შეასრულოს. მოხარული ვარ, რომ ამ შესანიშნავ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩავატარე. „აპოლონის“ მაისურის ტარება ჩემთვის პატივია. ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება, რადგან პირველ ადგილზე დავბრუნდით“, – განაცხადა პაპუნაშვილმა.

გიორგიმ ლიმასოლის „აპოლონში“ 19-ნომრიანი მაისურა აირჩია. მას ზურგზე სამი სხვადასხვა წარწერა ჰქონდა – „რეალ სარაგოსაში“ პაპუ ეწერა, საქართველოს ნაკრებში – პაპუნაშვილი, „აპოლონში“ კი – გიორგი.