23-27 იანვარს მიუნხენი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. გუნდი, რომლიც 6 სპორტსმენისგან შედგება, გერმანიაში დღეს დილით გაემგზავრა. ქართველ ტყვიის მსროლელთაგან სამი უფროსებში, სამიც ახალგაზრდებში იასპარეზებს.
მიუნხენში მედლებისთვის უფროსებში ოლიმპიური და მსოფლიო, ასევე ევროპის სამგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, ლევან ქადაგიძე და ახალგაზრდებში გუნდური ბრინჯაოს მფლობელი ცოტნე მაჭავარიანი იბრძოლებენ. რაც შეეხებათ ახალგაზრდებს, ამ კატეგორიაში ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამე პრიზიორი ლიზი კილაძე, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ნინო ხუციბერიძე და ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი აკაკი მოსულიშვილი გამოვლენ.
მიუნხენის ტურნირი მოსამზადებელი ეტაპია ევროპირველობისთვის პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. ჩემპიონატი 16-25 მარტს ხორვატიაში ჩატარდება. კონტინენტის პირველობამდე საქართველოს ნაკრები შეკრებას ბაქოში გაივლის.