ქართველი ნიჩბოსანი გია გაბედავა 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
სლოვაკეთში დასრულდა ახალგაზრდებს შორის ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატი. კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა ნიჩბოსანმა გია გაბედავამ, რომელმაც 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონობა იზეიმა – ქართველმა ნიჩბოსანმა ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 39,980 წამში დაფარა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი პოლონელ იულიუჟ კიტევსკის ერგო (40,630), მესამეზე კი ჩეხი ჟირი მინარიკი (40,668) გავიდა.