ქართველი მსაჯები ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე - კიკაჩეიშვილმა სლოვაკეთი-იტალია განსაჯა #1TVSPORT
უეფა-მ ქართველ მსაჯებს ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და სლოვაკეთში მიმდინარე 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის თამაშების განსჯა მიანდო.
უეფა-ს გადაწყვეტილებით, გოგა კიკაჩეიშვილი მთავარი მსაჯი გახლდათ სლოვაკეთისა და იტალიის 19-წლამდე ნაკრებების დაპირისპირებაზე. მას ხაზის არბიტრის როლში დავით გაბისონია ეხმარებოდა. ქართველ არბიტრებთან ერთად, მატჩზე ლიეტუველმა მსაჯებმა იმუშავეს.
შეხვედრა 21 ივნისს, ტრნავაში გაიმართა და იტალიელების გამარჯვებით დასრულდა – 33-ე წუთზე, მასპინძელთა კარი ჯუზეპე ამბროზინიმ აიღო და იტალიამ 0:1 გაიმარჯვა. კიკაჩეიშვილმა ყვითელი ბარათი 5-ჯერ გამოიყენა.
ამას გარდა, ქართველმა მსაჯებმა უეფა-ს ერთა ლიგის მატჩზე იმუშავეს. 2 ივნისს, ლიხტენშტეინი-მოლდოვას მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იყო და მას ასისტენტობა ლევან ვარამიშვილმა და ზაზა ფიფიამ გაუწიეს. მეოთხე მსაჯი კი, დავით ხარიტონაშვილი გახლდათ.