ქართველი მსაჯების ხელმძღვანელი ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩზე იმუშავებს #1TVSPORT
ქართველი მსაჯების ხელმძღვანელი ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩზე იმუშავებს #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი, ჯუნეტ ჩაქირი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე მსაჯთა დამკვირვებლის მოვალეობას შეასრულებს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, ჯუნეტ ჩაქირი ბოსნია-ჰერცეგოვინისა და ლიხტენშტაინის მატჩზე იმუშავებს. შეხვედრა 8 სექტემბერს, ქალაქ ზენიცაში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

8 სექტემბერს, ქართველი მსაჯები უეფა-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს მოემსახურნენ. ლუქსემბურგისა და ისლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იყო, რომელსაც ასისტენტობას გიორგი ელიკაშვილი და დავით ჩიგოგიძე უწევდნენ, მეოთხე მსაჯი კი ალეკო აფციაური გახლდათ.

კიკაჩეიშვილმა 73-ე წუთზე ისლანდეილი ცენტრალური მცველი, ჰორდურ-ბიორგვინ მაგნუსონი, მეორე გაფრთხილების გამო მოედნიდან გააძევა.