ქართველმა არბიტრებმა 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფი იმსაჯეს #1TVSPORT
ქართველმა არბიტრებმა 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფი იმსაჯეს #1TVSPORT

21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის პირველი მატჩები გაიმართა. უეფა-ს გადაწყვეტილებით, ხორვატიისა და დანიის 21-წლამდე ნაკრებების შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურნენ.

მატჩის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იყო, რომელსაც ასისტენტობას გიორგი ელიკაშვილი და დავით ახვლედიანი უწევდნენ, ხოლო მეოთხე მსაჯად ირაკლი კვირიკაშვილი მუშაობდა.

ხორვატიის და დანიის 21-წლამდე ნაკრებების მატჩი ქალაქ პულაში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრას დანიის ქალაქი ვეილე უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ზაფხულში დაგეგმილი 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება, ხოლო ფინალს ბათუმის „აჭარაბეთ არენა“ უმასპინძლებს.