ქართველი არბიტრები ავსტრია-ნორვეგიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს განსჯიან #1TVSPORT
ქართველი არბიტრები ავსტრია-ნორვეგიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს განსჯიან #1TVSPORT

ავსტრიისა და ნორვეგიის 21-წლამდელების ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციის მიწვევით, შეხვედრის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ.

მატჩი 12 ოქტომბერს ავსტრიის ქალაქ ჰარტბერგში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

კიკაჩეიშვილმა 3 ოქტომბერს უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მეორე ტურის მატჩი განსაჯა, „ეინდჰოვენის“ და „სევილიის“ 19-წლამდელთა გუნდების შეხვედრის მთავარი არბიტრი იყო, სადაც მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია უწევდნენ.