ზაგრებში ფიგურულ ციგურაობაში გამართულ ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე ნიკა ეგაძე მოკლე პროგრამაში პირველ ადგილზე გავიდა, სპორტულ ცეკვებში მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, მორის ყვითელაშვილმა კი ოქროს მედალი ვაჟთა კატეგორიაში მოიპოვა.
ერთეულთა კატეგორიაში 14 ქვეყნის 20 მოციგურავე მონაწილეობდა, მათ შორის ისეთი სახელოვანი და მაღალრეიტინგული სპორტსმენები როგორებიც არიან: მსოფლიოსა და სოჭის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ამავე ტურნირის „ზაგრებ გოლდენ სპინის“ 2014 და 2015 წლების გამარჯვებული დენის ტენი ყაზახეთიდან, ევროპის ბრინჯაოს მედლისა და „ზაგრებ გოლდენ სპინ 2016“-ის ოქროს მედლის მფლობელი, ისრაელის წარმომადგენელი ალექსეი ბიჩენკო, იტალიის ჩემპიონი ივან რიგინი, გამოცდილი რუსი მოციგურავეები ალექსანდრე პეტროვი, ანდრეი ლაზუკინი, არტურ დიმიტრიევი და შვედეთის ჩემპიონი ალექსანდრე მაჟოროვი.
მორის ყვითელაშვილი იანვარში მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა და სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატებზე იასპარეზებს. ის დღეისათვის საქართველოდან ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე ლიცენზირებული ერთადერთი სპორტსმენია.
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ვაჟთა და მოცეკვავე წყვილების კატეგორიაში მსაჯობდა საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი საქართველოდან სალომე ჩიგოგიძე.