ცნობილი ქართველი მოჭადრაკე და საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა წევრი ნინო ხურციძე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნინო ხურციძე 16 და 20 წლამდე გოგონათა შორის იყო მსოფლიოს ჩემპიონი. მას 5 საჭადრაკო ოლიმპიადაზე, მსოფლიოს 3 გუნდურ ჩემპიონატზე და ევროპის 7 ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული.
ნინო ხურციძე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის მფლობელია და საქართველოს 6-გზის ჩემპიონი, მათ შორის იყო ვაჟთა შორის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული და ასევე საქართველოს თასის მფლობელი.
ნინო ხურციძეს ხუთშაბათს საბურთალოს ამაღლების ეკლესიიდან დაკრძალავენ.