ქართველი მოჭადრაკე მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT
ქართველი მოჭადრაკე მერი არაბიძე ევროპის ჩემპიონია #1TVSPORT

მერი არაბიძე მეორე ქართველი მოჭადრაკეა, ვინც ევროპული ჭადრაკის ისტორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

პეტროვაცში გამართულ ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე მერი არაბიძემ 11-დან 8,5 ქულა მოაგროვა და პირველობა იზეიმა. არაბიძე მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა და ჩემპიონატი მარცხის გარეშე დაასრულა.

მერი არაბიძე არის 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული, საჭადრაკო ოლიმპიადისა და ევროპის გუნდური ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი.

მერი არაბიძე მეორე ქართველი ქალი მოჭადრაკეა, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. პირველად კონტინენტის ჩემპიონის ტიტული 2017 წელს ნანა ძაგნიძემ მოიპოვა.