ქართველი ფეხბურთელებიდან სლოვაკურ „ზლატე-მორავცეში“ მხოლოდ ლევან ნონიკაშვილი დარჩა #1TVSPORT
ქართველი ფეხბურთელებიდან სლოვაკურ „ზლატე-მორავცეში“ მხოლოდ ლევან ნონიკაშვილი დარჩა #1TVSPORT

სლოვაკურ გუნდ „ზლატე-მორავცეში“ თბილისის „იბერიიდან“ იჯარით გაშვებული მოთამაშეებიდან კარიერას მხოლოდ ლევან ნონიკაშვილი გააგრძელებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ზლატე-მორავცეში“ ასევე გამოდიოდნენ გიორგი ჯინჯოლავა და იური ტაბატაძე. გუნდის სლოვაკეთის უმაღლესი ლიგიდან გავარდნის შემდეგ ეს ფეხბურთლები „იბერიაში“ დაბრუნდნენ.

რაც შეეხება ნონიკაშვილს, მან სლოვაკურ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და 2024/25 წლის სეზონსაც „ზლატე-მორავცეს“ რიგებში დაიწყებს.

29 წლის ლევან ნონიკაშვილმა კარიერა გორის „დილაში“ დაიწყო. უთამაშია საჩხერეს „ჩიხურაში“, ხოლო „იბერიაში“ 2020/2023 წლებში გამოდიოდა.