„ზლატე მორავცეში“ ქართველ ფეხბურთელებს „დინამო თბილისის“ ყოფილი მწვრთნელი უხელმძღვანელებს #1TVSPORT
„ზლატე მორავცეში“ ქართველ ფეხბურთელებს „დინამო თბილისის“ ყოფილი მწვრთნელი უხელმძღვანელებს #1TVSPORT

სლოვაკეთის ჩემპიონატში მოასპარეზე „ზლატე მორავცეს“ (სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს) მწვრთნელად დუშან უჰრინი დანიშნეს – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

56 წლის ჩეხი სპეციალისტი ამ პოსტზე მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმუშავებს. მან გუნდი მას შემდეგ ჩაიბარა, რაც ყოფილი მწვრთნელი მიხალ ჰიპი ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლეს – გუნდმა მეორე წრეში თამაში ვერ მოიგო და ოთხი ქულით ბოლო ადგილზეა.

უჰრინმა პირველი ვარჯიში გამართა და მოთამაშეებს გაეცნო. შეგახსენებთ, რომ სლოვაკურ გუნდში იჯარით „საბურთალოს“ სამი ფეხბურთელი (გიორგი ჯინჯოლავა, იური ტაბატაძე და ლევან ნონიკაშვილი) თამაშობს.

მათ გარდა, „ზლატე მორავცეს“ დუბლშემადგენლობაშიც სამი საბურთალოელია – ცოტნე ხეჩიკაშვილი, მათე ანთია და გიორგი მაღარაძე, რომელმაც რამდენიმე მატჩში გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ დუშან უჰრინი-უმცროსი „დინამო თბილისს“ 2012/13 წლების სეზონში ავარჯიშებდა და ამ პერიოდში გუნდი საქართველოს ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული გახდა.