„ზლატე მორავცეს“ ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს - ქართველების სამეულით ჩეხური, უნგრული და სლოვაკური კლუბები დაინტერსდნენ #1TVSPORT
„ზლატე მორავცეს“ ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს - ქართველების სამეულით ჩეხური, უნგრული და სლოვაკური კლუბები დაინტერსდნენ #1TVSPORT

სლოვაკურ კლუბ „ზლატე მორავცეს“, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს. გუნდს დუშან უჰრინი-უმცროსის ნაცვლად, რომან ჰუდეკი გაწვრთნის.

„ზლატე მორავცემ“ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბოლო ორ ტურში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა, მაგრამ სლოვაკეთის ჩემპიონატიდან გავარდა. დუშან უჰრინი-უმცროსი „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო მისი შემცვლელი რომან ჰუდეკი ასევე თბილისელთა ყოფილი დამრიგებლის, იურაი იარაბეკის ასისტენტი გახლდათ.

„ზლატე მორავცეში“ სამი ქართველი ფეხბურთელი – გიორგი ჯინჯოლავა, ლევან ნონიკაშვილი და იური ტაბატაძე „იბერიამ“ იჯარით გაუშვა. გუნდის ლიგიდან გავარდნის შემდეგ სამეული ან თბილისურ კლუბს დაბრუნდება, ან ახალ კლუბებში ითამაშებს. როგორც შევიტყვეთ, ქართველებით ჩეხური, უნგრული და სლოვაკური გუნდები დაინტერესდნენ.

„ზლატე მორავცე“ მომდევნო მატჩს შაბათს, 11 მაისს „მიხალოვცესთან“გამართავს, სადაც „თელავის“ და გორის „დილას“ ყოფილი მცველი თორნიკე ძოწენიძე თამაშობს. მისი გუნდიც აუტსაიდერი იყო, მაგრამ მეორე წრეში მდგომარეობა გამოასწორა და აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია, კონკურენტ „კოშიცეს“ კი ბოლო ტურში გასვლაზე ესტუმრება.