ქართველებმა ერთეულებში წააგეს, მაგრამ წყვილებში იმარჯვეს
ქართველებმა ერთეულებში წააგეს, მაგრამ წყვილებში იმარჯვეს

ქართველმა ჩოგბურთელებმა იტალიური სანტა მარგერიტა დი პულას ტურნირის ერთეულებში გამოსვლა დაასრულეს.

პირველ წრეში სოფიო შაფათავა დამარცხდა. მან მერვე ნომრად განთესილ ბულგარელ ელიცა კოსტოვასთან – 5:7, 5:7 წააგო. რაც შეეხება ეკატერინე გორგოძეს, მან პირველი წრე გაიარა, მაგრამ მეორეში ტურნირის მთავარი ფავორიტი, პირველ ნომრად განთესილი გერმანელი ლაურა ზიგემუნდი შეხვდა და თითქმის უშანსოდ წააგო – 2:6, 3:6.

სამაგიეროდ, გორგოძე და შაფათავა აგრძელებენ გამოსვლას იტალიური ტურნირის წყვილებში.

ქართველებმა დუეტი შექმნეს, განთესვის მესამე ნომერი მიიღეს და ხორვატებს ტენა ლუკასსა და ანა ვრლიჩს სძლიეს – 6:4, 7:6(5), მეოთხედფინალში კი იტალიელებს – მარტინა გარეგაროსა და ფედერიკა დი სარას შეხვდებიან.