ქართველების დუბლი და ასისტი სლოვაკეთში - „ზლატე მორავცეს“ 19-წლამდელებმა ჩეხური გუნდი დაამარცხეს #1TVSPORT
ქართველების დუბლი და ასისტი სლოვაკეთში - „ზლატე მორავცეს“ 19-წლამდელებმა ჩეხური გუნდი დაამარცხეს #1TVSPORT

სლოვაკურმა „ზლატე მორავცემ“ „საბურთალოს“ ფეხბურთელები არა მხოლოდ ძირითად გუნდში, არამედ დუბლშემადგენლობაშიც დაიმატა და მათ თავის გამოჩენა უკვე მოახერხეს.

„საბურთალოს“ აკადემიის ცნობით, „ზლატე მორავცეს“ 19-წლამდელთა გუნდს ქართული სამეული გვიან შეურთდა. მიუხედავად ამისა, თბილისური აკადემიის აღზრდილები სლოვაკურ გუნდში წარმატებით ასპარეზობენ.

„ზლატე მორავცეს 19-წლამდე გუნდმა ჩეხური „პროსტეჟოვი“ ამხანაგურ შეხვედრაში 5:0 დაამარცხა. საბურთალოელმა ცოტნე ხეჩიკაშვილმა დუბლი გაიფორმა, საგოლე გადაცემა მათე ანთიამ გააკეთა, ხოლო გიორგი მაღარაძემ კაპიტნის სამკლაური მოირგო. აღსანიშნავია, რომ მანამდე სლოვაკებმა უნგრული „უიპეშტის“ წინააღმდეგ ითამაშეს და 1:1 დასრულებულ მატჩში „ზლატე მორავცედან“ ერთადერთი გოლიც ხეჩიკაშვილის ანგარიშზეა.

„საბურთალომ“ სლოვაკურ გუნდთან თანამშრომლობა ცოტა ხნის წინ დაიწყო და ამ შეთანხმების მიხედვით, მთავარ გუნდში იჯარით იური ტაბატაძე, გიორგი ჯინჯოლავა და ლევან ნონიკაშვილი გადავიდნენ. ფეხბურთელები ამის შემდეგ „ზლატე მორავცეს“ 19-წლამდელთა გუნდშიც გაუშვეს და ისინიც იჯარით – ცოტნე ხეჩიკაშვილი, გიორგი მაღრაძე და მათე ანთია.

საქმე ისაა, რომ „საბურთალოს“ ფეხბურთელები სლოვაკეთში 2023 წელს იმყოფებოდნენ, სადაც მოსამზადებელი შეკრება გაიარეს. ამ დროს შეარჩიეს სამი ფეხბურთელი და „ზლატე მორავცეს” 19-წლამდელებში მიიწვიეს.