ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე | რამაზ ზოიძე მედლის მოპოვების კანდიდატია #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
67 კგ-ში თავის მეორე ოლიმპიადაზე გამოვა რამაზ ზოიძე, მან ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილი დაიკავა.
ქართველი ფალავანი ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონია. ის კონტინენტის პირველობაზე 2021 წელს ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
რამაზ ზოიძემ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საგზური მიმდინარე წლის მაისში სტამბოლში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვა. ლიცენზიისთვის ბრძოლაში მან ჩინელი მოჭიდავე დაამარცხა.
28 წლის სპორტსმენს საკმარისი ტიტულები და გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მედლისთვის იბრძოლოს. ზოიძე პარიზში 7 აგვისტოს გამოვა.