ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე | ძებისაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტისთვის ემზადება #1TVSPORT
ქართველები პარიზის ოლიმპიადაზე | ძებისაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტისთვის ემზადება #1TVSPORT

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთხი ქართველი  სპორტსმენი იასპარეზებს. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში დებიუტი ექნება გოდერძი ძებისაშვილს.

ძებისაშვილმა ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება  მიმდინარე წლის აპრილში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე მოახერხა – ქართველმა შეჯიბრების ნახევარფინალში მოლდოველი მეტოქე 2:1 დაამარცხა.

ძებისაშვილი პარიზში 10 აგვისტოს გამოვა, მას სადებიუტო ოლიმპიადაზე მედლის მოპოვების რეალური შანსი აქვს.