დღეს საქართველოს ძალოსანთა ეროვნულ ნაკრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ესტუმრნენ და ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის სამზადის გაეცნენ, რომელსაც 6-13 აპრილს ბათუმი უმასპინძლებს.
ძალოსნებს, რომლებიც ბათუმის სპორტის სასახლეში კონტინენტის პირველობისთვის დასკვნით შეკრებას გადიან სტუმრებმა წარმატება უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი არაერთხელ აჟღერდება.
მოგეხსენებათ, რომ ბათუმი ევროპის სპორტის ქალაქად დასახელდა და ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი პირველი დიდი ასპარეზობა იქნება, რომელსაც ეს ქალაქი უმასპინძლებს. შეხვედრის დასასრულს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრზედენტმა კახი კახიაშვილმა ბათუმის სტუმრებს სუვენირი – ჩემპიონატისთვის დამზადებული მედლები გადასცა.