„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქედის შემდეგ შუახევში წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქედის შემდეგ შუახევში წარადგინა

მმართველმა გუნდმა დღეს ქედის შემდეგ პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატები შუახეველ ამომრჩეველს წარუდგინა. მხარდამჭერებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიესალმნენ.

პრემიერ-მინისტრმა შუახევში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტურიზმის განვითარებაზე, რეგიონში მიწის რეფორმის დასრულებაზე, ფერმერთა მხარდაჭერასა და სხვა პრიორიტეტებზე ისაუბრა.

„ყველაზე კარგად ვიცით, სად, რომელ სოფელში და დაბაში რა არის გასაკეთებელი, ეფექტური მთავრობა გვყავს, რადგან ვართ ორიენტირებული ადამიანზე. რა თქმა უნდა, სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ და წარმატებებს გისურვებთ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის გაერთიანებულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები არიან ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე.

მმართველი პარტიის ლიდერებმა კანდიდატები უკვე წარუდგინეს ქედის ამომრჩეველს, შუახევის შემდეგ კი შეხვედრა ხულოშია დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი