„ქართულმა ოცნებამ“ ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის გაერთიანებულ ოლქში პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის გაერთიანებულ ოლქში პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

დღეს პარლამენტსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მმართველი გუნდი ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის გაერთიანებულ ოლქში წარადგენს. პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმღლეს საბჭოში კი ფრიდონ ფუტკარაძე.

ამომრჩეველთან პირველი შეხვედრა დღეს ქედაში გაიმართა. მხარდამჭერებს კანდიდატები თავად პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა. გიორგი გახარიასთან ერთად ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და თორნიკე რიჟვაძემ მიმართეს.

პრემიერმა უშუალოდ ქედაში დაგეგმილ პროექტებზე, არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებსა და გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სოფელზე, დაბაზე და მთლიანად ჩვენს ქვეყანაზე. დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ სამართლიანად უნდა გავიმარჯვოთ, გამარჯვებას გისურვებთ“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ.

დღესვე კანდიდატების ოფიციალური წარდგენა დაგეგმილია შუახევსა და ხულოში.