ქართულმა კლუბებმა სანაკრებო პაუზის დროს ამხანაგური მატჩები გამართეს #1TVSPORT
სანაკრებო პაუზის დროს ქართულმა გუნდებმა ამხანაგური შეხვედრები ჩაატარეს. „იბერია“ თბილისის ზღვის საფეხბურთო მოედანზე საგარეჯოს „გარეჯს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. გოლები ვახო ბედოშვილმა, ლუკას კაფემ და გივი ხაჩიძემ გაიტანეს.
„სამგურალმა“ წყალტუბოში ზუგდიდის „ოდიშს“ უმასპინძლა და 2:1 სძლია. „26 მაისი არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში წყლატუბოელთაგან თავი ლევან გეგეჭკორმა და ველისოლმა გამოიჩინეს, „ოდიშის“ შემადგენილობიდან კი გოლი გიორგი იაკობიძემ გაიტანა.
„დინამო არენაზე“ „დინამო თბილისი“ ეროვნული ლიგის ლიდერს, „სპაერს“ შეხვდა და აბდულაი იოროსა და ბარნს ოსეის გოლებით 2:1 გაიმარჯვა. „გაგრა“ კი ილია სკრიპნიკისა და გიორგი დარსანიას გოლებით „თელავს“ 2:2 დაუზავდა.
საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა“ საკუთარ საწვრთნელ ცენტრში დუშეთის „არაგვს“ 4:2 აჯობა. გია ცეცაძის გუნდიდან დუბლი ნიკა ქუთათელაძემ შეასრულა.