ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ თემურ ქეცბაია დააჯილდოვა #1TVSPORT
ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ თემურ ქეცბაია დააჯილდოვა #1TVSPORT

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თემურ ქეცბაია დააჯილდოვა – ინფორმაციას აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი ავრცელებს.

„აფხაზეთის ა/რ მთავრობამ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. მიუხედავად უამრავი წარმატებისა ამბობს, რომ ყველაზე ძვირფასი მისთვის აფხაზეთთან დაკავშირებული ჯილდოა, რადგან მისი წარმატებული საფეხბურთო გზა სოხუმის „დინამოდან“ დაიწყო.

90-იან წლებში იყო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, წლების განმავლობაში – ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. არის ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ორგზის გამარჯვებული და საბერძნეთის სუპერთასის მფლობელი.

დასახელებული იყო ინგლისის „ნიუკასლის“ საუკეთესო ლეგიონერად, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად, კვიპროსისა და საბერძნეთის ჩემპიონატების საუკეთესო მოთამაშედ – ეს არასრული ჩამონათვალია იმ რეგალიებისა, რომელიც ცნობილ ქართველ ფეხბურთელს ეკუთვნის.

2022 წლიდან დღემდე თემურ ქეცბაია კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია“, – წერია გავრცელებულ ცნობაში.