ქართული სამსაჯო ბრიგადა „ჩელენჯ ქაფის“ მეხუთე ტურში
ქართული სამსაჯო ბრიგადა „ჩელენჯ ქაფის“ მეხუთე ტურში

სოჭში გასამართ „ენისეისა“ და „ბრისტოლის“ სარაგბო დაპირისპირებაში მთავარი არბიტრი ნიკა ამაშუკელი იქნება.

ამაშუკელი წელს ევროპის წამყვან არბიტრთა შორის დასახელდა. ხვალინდელ შეხვედრაში კი მას თორნიკე გვირჯიშვილი და ირაკლი ჭანუყვაძე დაეხმარებიან. მატჩისთვის მზადებას ორივე კლუბი რამდენიმე დღეა სოჭში გადის. „ენისეის“ რიგებში საქართველოს ნაკრების სამი წევრი ირიცხება – მიხეილ გაჩეჩილაძე, შალვა მამუკაშილი და დავით კაჭარავა. კაჭარავას ტრავმა აქვს და ის ჯერჯერობით კლუბს ვერ ეხმარება.

„ენისეისა“ და „ბრისტოლის“ დაპირისპირება ხვალ, 12 იანვარს, თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.