ქართული ლელო საფრანგეთის TOP 14-ში - „ბრივს“ ვანო კარკაძემ მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის (TOP 14) მე-15 ტურში ვანო კარკაძის „ბრივმა“ ბექა გიგაშვილის „ტულონს“ უმასპინძლა და 26:17 დაამარცხა.
ვანო კარკაძე და ბექა გიგაშვილი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდნენ. გუნდები, ძირითადად, ჯარიმების წყალობით აგროვებდნენ ქულებს. 78-ე წუთისთვის „ბრივი“ 21:17 იგებდა, როდესაც მათი შეტევა ვანო კარკაძემ ლელოთი დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 26:17.
რაც შეეხება სხვა მატჩებს ქართველების მონაწილეობით: „ბორდო“-„ბაიონის“ (23:15) შეხვედრაში მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყო ლექსო ყაულაშვილი, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს. „ბაიონში“ სრულად ითამაშა კონსტანტინე მიქაუტაძემ.
„კლერმონისა“ და „პერპინიანის“ მატჩში (31:20) მასპინძელთა რიგებში დავით ქუბრიაშვილი მარქაფაში იყო და თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო, „პერპინიანის“ რიგებში გიორგი თეთრაშვილი 57-ე წუთზე შეცვალეს.
„პოსა“ და „ლიონის“ შეხვედრაში (12:21) მასპინძელთა რიგებში ძირითადში იყო ბექა გორგაძე, ის 37-ე წუთზე შეცვალეს, „პოს“ მეორე ქართველი გურამ პაპიძე სათადარიგო იყო და თამაშში 51-ე წუთიდან ჩერთო.
„სტად ფრანსემ“ „კასტრი“ დაამარცხა (26:7). მასპინძელთაგან ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მელიქიძე, რომელმაც 57 წუთი ითამაშა. „კასტრში“ ლევან ჩილაჩავა მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა.