ქართული გუნდების მზადება - „დილამ“ მოიგო, „მეშახტე“ და „ოდიში“ დამარცხდნენ #1TVSPORT
ქართული გუნდების მზადება - „დილამ“ მოიგო, „მეშახტე“ და „ოდიში“ დამარცხდნენ #1TVSPORT

გორის „დილა“ ახალი სეზონისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს – საქართველოს თასის მფლობელმა პირველი ამხანაგური მატჩი ყირგიზეთის უმაღლესი ლიგის „ბიშკეკ სითისთან“ ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა. გოლები კოფი ბოანსის და დავით გოცირიძის ანგარიშზეა.

თურქულ შეკრებაზეა ეროვნული ლიგის დებიუტანტი ტყიბულის „მეშახტე“, რომელმაც ამხანაგური შეხვედრა გამართა უზბეკეთის „კოკანდთან“ და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ტყიბულელთა შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი სიახლეა – გუნდში მივიდნენ მათე კვირკვია („ალგა“, ყირგიზეთი), იუსიბ მეხტიევი („დინამო თბილისი“), ლევან შოვნაძე („რუსთავი“), გიორგი პაპუაშვილი („გაგრა“) და ირაკლი სიხარულიძე („იბერია 1999“).

ზუგდიდის „ოდიში 1919“ თურქეთში განახლებული შემადგენლობითა გაემგზავრა და პირველ საკონტროლო მატჩში დანიის რანგით მეორე ლიგის „ჰობროსთან“ 1:3 დამარცხდა. „ოდიშიდან“ გოლი მათე ანთიამ გაიტანა.